თელავში სასმელი წყლის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. ალაზნის გამზირის მოსახლეობამ რამდენიმეწლიანი უწყლობა გააპროტესტა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ქალაქში წყალი მხოლოდ რამდენიმე დღეში ერთხელ მიეწოდებათ.
ადგილობრივების პრეტენზია ქალაქის მერმა მოისმინა.
პლატონ კალმახელიძის განცხადებით, თელავში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, რაშიც 4 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.