20 ნოემბერი 2024,   16:24
ვრცლად
ბათუმელებს "ბათუმობა" ბათუმის მერმა რუსულ ენაზე მიულოცა

ბათუმელებს "ბათუმობა" ბათუმის მერმა რუსულ ენაზე მიულოცა. გიორგი ერმაკოვის ამ გადაწყვეტილებას მოსახლეობაში უკმაყოფილება მოჰყვა. თავად კი ეს გადაწყვეტილება "ბელარუსიიდან, უკრაინიდან და სხვა რუსულენოვანი ქვეყნებიდან ჩამოსული ბევრი სტუმრის ფაქტორით" ახსნა.

არასამთავრობო ორგანიზაციები წლევანდელი ღონისძიებებისთვის გამოყოფილ თანხებსაც აპროტესტებენ.

"ბათუმობა2015"-თვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 350 000 ლარი გამოიყო.

არასამთავრობო ორგანიზაციების განმარტებით, ღონისძიებები არც ისე მრავალფეროვანი და ძვირადღირებულია, რომ ბიუჯეტი სრულად ამოწუროს.

როგორ დაფინანსდა ცალკეული ღონისძიებები, ამ კითხვაზე ორგანიზატორები არ პასუხობენ.

"ბათუმობის" ღონისძიებები ხვალისთვისაც იგეგმება. დღესასწაულს ნიკოლოზ რაჭველისა და ანიტა რაჭველიშვილის კონცერტი დაასრულებს.

 

 

ავტორი: მარიკა გოცირიძე

დღის ამბები