20 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
20 აგვისტოს სტიქიის დროს დაზარალებული კახელები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ

ყვარლის რაიონის სოფელ ჭიკაანის მოსახლეობა ზარალის დამთვლელ კომისიას უნდობლობას უცხადებს და ნეპოტიზმში ადანაშაულებს.

დაზარალებულები იმ პრობლემებზე საუბრობენ, რომელიც მათ 20 აგვისტოს სტიქიის შემდეგ აქვთ.

ადგილობრივების თქმით, ზოგიერთ მათგანს დღემდე არანაირი დახმარება არ მიუღია.

20 აგვისტოს სეტყვისგან დაზარალებულები კრედიტების გადავადებასაც ითხოვენ. მათი მტკიცებით, სტიქიამ მოსავალი მთლიანად გაუნადგურა და ისინი გადახდას დროებით ვერ შეძლებენ.

უკმაყოფილო მოსახლეობას დღეს კახეთის გუბერნატორი შეხვდა. დაზარალებულების პრეტენზიები ირაკლი შიოლაშვილისთვის მიუღებელია.

20 აგვისტოს კახეთში მოსულმა სეტყვამ 1600 მდე სახლი დააზიანა.

 

 

ავტორი: ნათია მღებრიშვილი

დღის ამბები