20 ნოემბერი 2024,   16:19
ვრცლად
საჯარო სკოლების დირექტორებს ფინანსების განკარგვასა და კონტროლში ტრენინგები უტარდებათ

განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი საჯარო სკოლის დირექტორებს პროფესიული განვითარების მიზნით ტრენინგებს უტარებს.

სკოლების ხელმძღვანელები ფინანსების განკარგვასა და კონტროლში მოემზადებიან. 

ამ მიმართულებით საქართველოს მასშტაბით ათეულობით სკოლის დირექტორი უკვე გადამზადდა. 

ტრენინგების მიზანია პრაქტიკულ საქმიანობაში ფინანსური მართვის ხარვეზების გამოსწორება და ხარისხის გაუმჯობესება. ასევე, საჯარო სკოლების მოქმედმა დირექტორებმა გამოიმუშავონ სკოლის ადმინისტრაციულ-ფინანსური მართვის უნარ-ჩვევები და უკეთ გაეცნონ საჯარო სკოლების მართვაში შეცდომების პრევენციის გზებს. 

დღის ამბები