დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით, სოფელ შატილში სახალხო დღესასწაული შატილობა 2015 გაიმართა, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღესასწაულზე ჩატარდა სპორტული და კულტურული ღონისძიებები, მოეწყო მკლავჭიდისა და დოღის შეჯიბრებები. გარდა ამისა თეატრალური წარმოდგენა გამართეს მოძრაობის თეატრის მსახიობებმა. მაყურებლის წინაშე ასევე გამოვიდნენ ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის შავფაროსნების წევრები.
შატილობის სახალხო დღესასწაული 34-ედ აღინიშნა.