20 ნოემბერი 2024,   16:21
ვრცლად
ხმაური ფონიჭალაში-მოკლული 17 წლის ბიჭის ახლობლები აქციას მართავენ

ამ წუთებში ხმაურია ფონიჭალაში. რამდენიმე დღის წინ 17 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულის მამის დასჯის მოთხოვნით აქცია იმართება.

ცოტა ხნის წინ გარდაცვლილის ოჯახის წევრები შეუძლოდ გახდნენ. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში ქვემო ფონიჭალაში კრიმინალი გახშირდა და რეაგირებას ითხოვენ.

შემთხვევა 2 სექტემბერს ქორწილში მოხდა. ნათესავებს შორის მომხდარ უთანხმოებას 17 წლის ბიჭი ემსხვერპლა.

მოკლულის მამა აცხადებს, რომ მის შვილს არასრულწლოვანმა ნათესავმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. დაჭრილი საავდამყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

მოკლული ბიჭის მამა მომხდარს უთანხმოებას უკავშირებს რომელიც, რამდენიმე თვის წინ მასსა და ბრალდებულის მამას შორის მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, გასროლამდე არასრულწლოვნებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლებით დაიწო.

ამავე თემაზე
დღის ამბები