ზედიზედ მეორე დღეა თბილისის ქუჩებში გველს იჭერენ. გიურზას შემდეგ, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო დღეს უკვე წითელმუცელას გამო გამოიძახეს.
ქვეწარმავალი იოსებიძის ქუჩაზე შენიშნეს და 112-ს შეატყობინეს. სპეციალისტების განმარტებით, გველის ეს სახეობა შხამიანი არ არის, თუმცა აგრესიულობით გამოირჩევა.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.