20 ნოემბერი 2024,   16:22
ვრცლად
დავითიანი - სოფელი, რომელიც მოსახლეობისგან იცლება და სადაც სწავლა რუსულ ენაზე მიმდინარეობს

დავითიანი კიდევ ერთი სოფელია, რომელსაც უახლოეს პერიოდში მოსახლეობისგან დაცლა ემუქრება. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელში გაუსაძლისი პირობებია. მათი თქმით ადგილზე არც ინფრასტრუქტურა და არც საკომუნიკაციო ხაზები არ არის.  

ლაგოდეხის რაიონის სოფელ დავითიანში ერთადერთი სკოლაა, სადაც სწავლება რუსულ ენაზე მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მოსახლეობის მხოლოდ ნაწილია რუსულენოვანი, სკოლაში ქართულ ენას მხოლოდ ერთი საათი ეთმობა. სოფელში არც საბავშვო ბაღი არ არის.

სოფელში არ აქვთ გაზი და სასურსათო მაღაზია. არ არის ამბულატორია და არც ექიმი.

ადგილობრივი ხელისუფლება ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად აუცილებელ სამუშაოებზე ლაპარაკობს, მაგრამ დაწყების ვადად ყოველ წელს მომავალი წელს ასახელებს. 

ავტორი: სოფო ვარდიაშვილი. 

 

 

 

 

დღის ამბები