თბილისში ქვევრის ღვინის მე-3 საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიხსნა. ღონისძიება ეროვნულ მუზეუმში გაიმართა.
სიმპოზიუმის მიზანია ქვევრის ღვინის დაყენების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის, ქართული მეღვინეობის ისტორიის, მრავალფეროვანი ღვინოების, ყურძნის ჯიშებისა და ქართული სამზარეულოს გაცნობა.
სიმპოზიუმი დღეს და ხვალ კახეთში გაგრძელდება. მასში მონაწილეობას სხვადსხვა ქვეყნის მეცნიერები და ღვინის ექსპერტები მიიღებენ.