20 ნოემბერი 2024,   16:32
ვრცლად
აქცია განათლების სამინისტროსთან - მინისტრი ახალგაზრდებთან შეხვედრაზე უარს ამბობს

უმაღლეს სასაწავლებლებს მიღმა დარჩენილ აბიტურიენტებს თამარ სანიკიძე პროფესიული განათლების მიღებას სთავაზობს. მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით სამინისტროს გადაწყევტილება უცვლელია. პარლელურად სტუდენტების აქცია ისევ გრძლებდა. 

განათლების სამინისტროსთან შეკრებილ ახალგაზრდებს შეხვედრაზე თამარ სანიკიძემ უარი უთხრა. აბიტურიენტებმა, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებში ზღვარი გადალახეს, თუმცა უმაღლეს სასწავლებლებში ვერ მოხვდნენ, მინისტრის გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

ისინი ამ დრომდე განათლების სამინისტროს შენობასთან იმყოფებიან და ოფიციალურ პასუხს ელოდებიან მინისტრის აპარატისგან, სადაც ეწერება, რომ სანიკიძე აბიტურიენტებთან შეხვედრას არ გამართავს. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები