ხმაური იყო დღეს თბილისში, გოთუას ქუჩაზე. ქუჩის მცხოვრებლებმა ელექტროენერგიაზე ტარიფის მატება გააპროტესტეს და ქუჩა გადაკეტეს.
ისინი დენზე ძველი ფასის შენარჩუნებასა და ვაუჩერების აღდგენას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხ ვევაში კი ,მათი თქმით, აქციებს პერმანენტული ხასიათი ექნება.