20 ნოემბერი 2024,   16:20
ვრცლად
საქართველოში მალე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საავიაციო ნაწილების ქარხანა ამუშავდება

ფოლადმშენის უფუნქციო შენობას დღეიდან დემონატჟი ჩაუტარდება და საავიაციო ნაწილების ქარხანა აშენდება.

საწარმოში სამოქალაქო თვითმფრინავისთვის საჭირო დეტალებს დაამზადებენ, მათ შორის აეროდინამიკურ ზედაპირებს, კარებს და საკონტროლო პანელებს.

საწარმო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს. პროდუქცია თითქმის მთლიანად ექსპორტზე გავა. საქართველოში დამზადებული ნაწილების მომხმარებლები წინასწარი გათვლებით მსოფლიო დონის თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანიები იქნებიან, მათ შორის ბოინგი, ეარბასი. 

პროექტი 85 მილიონი დოლარის ღირებულებისაა და საწარმოში 300 ადამიანი უნდა დასაქმდეს.

პროექტის მასშტაბურობაზე და მნიშვნელობაზე დღეს პრემიერმინისტრმა ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა ებრაელ ინვესტორებთან ერთად მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.

ავტორები: ნათია მღებრიშვილი, გიორგი პერტია. 

დღის ამბები