20 ნოემბერი 2024,   16:18
ვრცლად
სიჭინავამ თანამდებობა დატოვა, ფედერაციაში კი კობიაშვილის მომხრეთა რაოდენობა იზრდება

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გადადგა. ზვიად სიჭინავამ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე მიიღო.

სიჭინავას თანამდებობიდან გადადგომის მიზეზად ფედერაციის საქმიანობაში ხელისუფლების მხრიდან ჩარევა სახელდება.

ზვიად სიჭინავამ ფედერაცია მანამდე დატოვა, სანამ აღმასკომის სხდომა დაიწყებოდა, სადაც 6 რეგიონული ფედერაციის დელეგატების ჩანაცვლების საკითხი უნდა განეხილათ.  ბოლოს კი მხოლოდ 5 შეიცვალა, გურიის დელეგატის ცვლილება სხდომაზე ვერ მოხდა. 

ხუთივე ახალი დელეგატი როგორც სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი ლევან კობიაშივილის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობას უჭერს მხარს. 

დღეიდან ხმის უფლების მქონე 35-ვე დელეგატის ვინაობა ცნობილია, მათი შეცვლა უკვე არც ერთ სუბიექტს არ შეუძლია. ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებამდე 26 დღე რჩება. 

ავტორი დავით ერაძე. 

 

 

დღის ამბები