20 ნოემბერი 2024,   16:21
ვრცლად
გლეხები ვაზის გაჩეხვას გეგმავენ-რთველი 2015 საპროტესტო აქციებით იწყება

შესაძლოა წელს კახეთში ყურძენი დაუკრეფავი დარჩეს. დაბალი ფასის გამო მევენახეები მოსავლის აღებაზე უარს ამბობენ.

გლეხები ხელისუფლებისგან ითხოვენ ფასის დარეგულირებას და ღვინის ქარხნების დროულად გახსნას, რომლებიც ამ დრომდე ყურძენს გაურკვეველი მიზეზებით არ იბარებენ.

იმ შემთხვევაში თუ რეგიონში არსებული პრობლემები არ მოგვარდა მევენახეები ვაზის გაჩეხვით იმუქრებიან.

რა ფასად ჩაიბარებენ ყურძენს ეს ინფორმაცია რთველი 2015-ის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენელისთვის დღეს არ უცნობებიათ, სამაგიეროდ აცნობეს, რომ ღვინის ქარხნები ორი დღის განმავლობაში გაიხსნება. შტაბის წევრის განცხადებით ამ გადაწყვეტილებას თავად ქარხნების ხელმძღვანელები იღებენ.

ქარხნებში კი ამბობენ, რომ ყურძნის მისაღებად მზად არიან და პროცესის დასაწყებად მხოლოდ შტაბის ნებართვას ელოდებიან. 

რატომ აჭიანურებს საკოორდინაციო შტაბი განკარგულების გაცემას უცნობია. მანამდე კი საპროტესტო აქციები რთველი 2015-ის წარუმატებლად მიმდინარეობის გამო ხვალ კარდენახსა და სამთაწყაროშიც იგეგმება.

 

ავტორი: ეკა გაგუა

დღის ამბები