20 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
გაუფასურებული ლარი და გაზრდილი საპროცენტო განაკვეთი-ეროვნული ბანკი ახალი ინიციატივით გამოდის

ლარის გაუფასურების პარალელურად, უცხოურ ვალუტაში აღებული სესხები განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გაძვირდა.

გაიზარდა პრობლემური სესხების რაოდენობაც.  2015 წელს კერძო ბანკებში ვადაგადაცილებული ვალის რაოდენობა 22 პროცენტით არის გაზრდილი. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კერძო ბანკებს სესხის მფლობელებისთვის შეღავათების გაწევის თხოვნით მიმართა.

გიორგი ქადაგიძემ ხაზი სესხების გადავადების მნიშვნელობას გაუსვა. გარდა, ამისა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თვლის, რომ მსესხებლები ლოიალურად უნდა მიუდგნენ პრობლემური სესხების მქონე მოქალაქეების შავ სიაში შეყვანის საკითხს.

მოქალაქეებისთვის შეღავათების გაწევის აუცილებლობაზე საუბრობს საბანკო სექტორში მომუშავე სპეციალისტების ნაწილი. ისინი აცხადებენ, რომ კერძო ბანკებს საგადახდო პირობების გადახედვის ვალდებულება არ აქვთ, თუმცა, გარზდილი პრობლემური სესხების პირობებში, კლიენტებისთვის შეღავათების გაწევა მათ ინტერესებშიც უნდა შედიოდეს.

კლიენტისა და ბანკის ურთიერთობაში ყოველგვარ ჩარევას ეწინააღმდეგება სპეციალისტების ნაწილი. მათი მთავარი არგუმენტი კი, საბანკო სექტორის დამოუკიდებლობის ხელშეუხებლობაა.

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე. 

 

დღის ამბები