ცნობილი პოპ სიმღერების ჯაზურ ვარიაციებს დაიანა კროლი თბილისში 23 ოქტომბერს შეასრულებს. ალბომს, რომელიც პირველი კვირის გაყიდვებით საუკეთესო ათეულში მოხვდა - თბილისის მეთვრამეტე ჯაზ ფესტივალზე წარადგენს.
ჯაზ ფესტივალის შემოდგომის სეზონის მეორე სტუმარი ამერიკელი ჯაზშემსრულებელი, მულტიინსტრუმენტალისტი, ესპერანცა სპოლდინგია.
სასცენო მოღვაწეობის 25 წლის იუბილეს თბილისში ვარსკვლავური შემადგენლობის ჯგუფი ფორფლეი აღნიშნავს.
თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი და ივენთ ჰოლი მელომანებს ცნობილ მუსიკოსებთან ერთად 23-29 ოქტომბერს უმასპინძლებს.
ავტორები: სალომე ბენაშვილი, თემურ ვარაზანაშვილი.