02 ოქტომბერი 2024,   18:23
ვრცლად
ავტოავარიისას დაშავებული მამაკაცი რეანიმაციაში იმყოფება

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარი ავტოავარიისას დაშავებული მოტოციკლის მძღოლი რეანიმაციაშია მოთავსებული, თუმცა ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც ცნობილია, გუშინ ვაჟა-ფშაველას გამზირზე გაჩერებულ BMW-ს მარკის ავტომობილს მოტოციკლი შეეჯახა. მანქანაში ამ დროს არავინ იმყოფებოდა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა მოტოციკლის მძღოლი. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მას მრავლობითი მოტეხილობა აქვს. მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები