განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან აბიტურიენტთა კიდევ ერთი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. უწყება კვლავ არ აპირებს მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებას და მეორად ჩარიცხვებს. ამის გამო აბიტურიენტები დღეიდან აქციებს წყვეტენ, თუმცა მათ შესაძლოა სასამართლოს მიმართონ.
მომზადდება თუ არა სარჩელი, საბოლოოდ ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი. მეორად ჩარიცხვებს 700-მდე აბიტურიენტი ითხოვდა 18 ათას ვაკანტურ ადგილზე, თუმცა განათლების სამინისტროს შემდეგ, მეორად ჩარიცხვებზე უარი უმაღლესი სასწავლებლების რექტორებმაც თქვეს.