წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტს გაეცნენ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების პროგრამების კოორდინატორი სამხრეთ კავკასიაში და წყალტუბოს გამგებელი.
ფონდი ქალაქში სულ 9 ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს, საიდანაც 7 უკვე დასრულებულია.
ქალაქის რეაბილიტაციის ფარგლებში ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მოეწყო ტერიტორია აქტიური დასვენებისთვის, ცივი ტბის მიმდებარედ აშენდა მცირე ზომის ტურისტული შენობა-ნაგებობები, დასრულდა თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ქალაქში მოეწყო გარე განათება, ველობილიკები და ავტოსადგომები.