სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლებს პროფესიული დღე მინისტრმა მიულოცა.
კახა კახიშვილმა მათ სიტყვით მიმართა და იმ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც უწყებაში განხორციელდა.
მინისტრმა ისაუბრა სამომავლო გეგმებზეც, მათ შორის ქალ მსჯავრდებულთა ზრუნვის და პენიტენციურ სისტემაში ჯანდაცვის პროგრამაზე. კახა კახიშვილმა დთეს 322 თანამშრომელი დააჯილდოვა.
2012 წლიდან იწერება ამ სისტემის ისტორია. ჩვენი სლოგანია კანონი და ღირსება. ის რაც გაკეთდა ამ სამინისტროში საზოგადოებამ დააფასა და არა მხოლოდ ჩვენმა საზოგადოებამ, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობაც საუბრობს, რომ ძალიან სერიოზული, პოზიტიური ნაბიჯებია გადადგმული პენიტენციურ სისტემაში, პრობაციაში და მთლიანად სამინისტროში,“ - განაცხადა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა კახა კახიშვილმა.