20 ნოემბერი 2024,   16:23
ვრცლად
ბათუმში საერთაშორისო პრესკონფერენციაზე ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის ათვისებაზე იმსჯელეს

როგორ უნდა აითვისოს ქვეყანამ ეფექტურად საკუთარი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი, როგორ უნდა მოხდეს ამ სფეროში ინვესტიციების მოზიდვა და საერთაშორისო პროექტების განხორციელება-ამ საკითხებზე ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაზე მსჯელობენ.

კონფერენცია ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით იმართება და მასში საქართველოს, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის დელეგაციები მონაწილეობენ.

მონაწილეები გაეცნობიან მთიან აჭარაში ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის პროცესს.

„მათაც ასევე უნდათ ნახონ, თუ როგორ მიმდინარეობს მაღალმთიან აჭარაში პროექტი, ეს არის ყველაზე დიდი საინვესტიციო პროექტი, რომელიც დღესდღეობით ხორციელდება საქართველოში,“ - განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა. 

დღის ამბები