აქცია გამართეს „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიატორის“ წარმომადგენლებმა. მათ არხის წამყვანის ეკა მიშველაძის გადაცემის დახურვა გააპროტესტეს და არხზე არსებულ ნეპოტიზმის ფაქტებზე ისაუბრეს.
აქციის მონაწილეებმა სპეციალური სქემა წარმოადგინეს, რის მიხედვითაც არხის გენერალურ დირექტორს საკუთარი ოჯახის წევრები და ახლობლები ყავს დასაქმებული.
„ძალიან მაინტერესებს ზოგადად ბორდი რას ფიქრობს იმ მდგომარეობაზე, რომელიც წარმოდგენილია „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“, რომ გენერალური დირექტორი, მისი მეუღლე, და, დის შვილი, თავისი შვილი, სიძეები, მეგობრები ღებულობენ ხელფასს ბიუჯეტიდან, ხალხის მიერ გადახდილი თანხებით ცხოვრობენ და ამაზე უხერხულობა არ ექმნება არავის,“ - განაცხადა გივი კუბლაშვილმა.
"საზოგადოებრივ მაუწყებელზე" ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.