20 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
თავდაცვის ეროვნული აკადემიის კურსდამთავრებულებს პრეზიდენტმა ოფიცრის ფიცის დადება მიულოცა

დავით აღამაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემიის კურსი იუნკერთა პირველმა ნაკადმა დაასრულა. მათ დღეიდან ოფიციალური პირველადი წოდება ლეიტენანტი მიენიჭებათ.

ფიცი 105- მა იუნკერმა დადო. ისინი სხვადასხვა სამხედრო სპეციალობის მიხედვით, მომზადების შემდეგ გენშტაბის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან.

კურსდამთავრებულებს პრეზიდენტმა მიმართა და ოფიცრის ფიცის დადება მიულოცა.

„მინდა მადლობა ვუთხრა მათ და მათ ოჯახებს, იმ მნიშვნელოვანი არჩევანისთვის, რომელიც მათ გააკეთეს. არჩევანისთვის, რომელიც ერთდროულად არის ყველაზე საამაყო და ამავე დროს ყველაზე მძიმე. ყველაზე საამაყოა იცავდე შენი ქვეყნის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას იარაღით ხელში და ამავე დროს ეს არის ძლიან მძიმე მისია,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დღის ამბები