ამ დრომდე ბორჯომში ტყის მასის ერთი ჰექტარი იწვის. არსებული ინფორმაციით ცეცხლი ხეობაში გუშინ საღამოს გაჩნდა დღეს დილიდან კი ადგილზე სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.
რამდენიმე საათიანი მუშაობის მიუხედავად ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე არ მომხდარა.
”ხანძარი დასახლებული პუნქტიდან საკმაოდ შორს არის. იქ სამანქანო გზაც არ მიდი. მიუვალი ადგილია ერთი გექტრამდე ტერიტორიააა. გუშინ საღამოს გაჩნდა ცეცხლი დღეს დილიდან მობილიზება მოხდა სპეციალური სამსახურების და მიმდინარეობს მუშაობა,”- აცხდებს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის უფროსი ლევან თაბუნიძე.