30 დეკემბერი 2024,   21:23
ვრცლად
ვაშლიჯვარი-მარშალ გელოვანის დამაკავშირებელი გზა ხვალიდან გაიხსნება

საბურთალოზე გზის მასშტაბური სამუშაოები დასრულებულია. საუბარია ვაშლიჯვარი-მარშალ გელოვანის დამაკავშირებელ გზაზე. პროექტის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა ისაუბრა.

კახა კალაძის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩაზე სამუშაოები 2019 წელს დაიწყო, იყო სირთულეები რის გამოც შეფერხდა პროექტის დროულად დასრულება.

მეწყრული საშიშროების გამო, პრევენციის მიზნით სამუშაოები განხორციელდა გერმანელი ექსპერტების ჩართულობით და დღეს გზა სრულიად უსაფრთხოა. გზა ხვალიდან გაიხსნება.

"ჩართული გვყავდა ადგილობრივი და გერმანელი ექსპერტები. მიმდინარეობს დახაზვითი სამუშაოები და დღეს დასრულდება. ხვალიდან კი შესაძლებლობა გვექნება ხვალიდან ახალი გზა გავხსნათ,"- აცხადებს კალაძე.

დღის ამბები