20 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
ფერმერები ამბობენ, რომ ქვეყანაში ქართული ცხვრის გაყიდვა ხელოვნურად შეაჩერეს

მეცხვარეების აქცია სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. ფერმერები მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე საუბრობენ.

მათი განცხადებით, სეზონის მიუხედავად, ქართული ცხვარის გაყიდვა ვერ ხერხდება და ის ხელოვნურად არის შეჩერებული. ბაზარზე კი მხოლოდ სომხეთიდან შემოყვანილი წვრილფეხა პირუტყვი იყიდება.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ამ პროცესში ხელისუფლება უნდა ჩაერიოს და პრობლემის მოგვარების გზა გამონახოს.

დღეს ფერმერებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე შეხვდა და მათ მთავრობასთან მედიატორის ფუნქციის შესრულებას დაჰპირდა.

 

 

დღის ამბები