დღეს ზუგდიდში ხმაური იყო. სამარშრუტო ტაქსებისა და ავტობუსის მძღოლებმა რკინიგზის სადგურზე საპროტესტო აქცია გამართეს.
ისინი ახალი ქსელის მიერ ავტობუსების შემოყვანას აპროტესტებენ.
მთელი დღის განმავლობაში პიკეტირებული იყო რკინიგზის სადგური.