საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის იმ ნათესავების სია, რომლებიც არხზე არიან დასაქმებული, მედიატორის წევრებმა ტელევიზიაში მიიტანეს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, საზოგადოებრივ მაუწყებელში სხვადასხვა პოზიციაზე გიორგი ბარათაშვილის მეუღლე, ცოლის ძმა, და, დის შვილი, სიძე, შვილი, დეიდაშვილი, ბიძაშვილი და მისი მეუღლის მეგობრენი მუშაობენ.
აქციის მონაწილეები სამეთვალყურეო საბჭოს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს ბრალდებებისთვის დღეს არ უპასუხია. მან საკუთარ არგუმენტებზე გაზეთ ქრონიკა პლიუსთან ინტერვიუში ისაუბრა, სადაც ნეპოტიზმის შესახებ ვრცელი სტატია გამოქვეყნდა.
გიორგი ბარათაშვილის განმარტებით, ნათესავები პირველ არხზე მის თანამდებობდაზე დანიშვნამდეც მუშაობდნენ.
ავტორი: თეონა ცხომელიძე