20 ნოემბერი 2024,   16:35
ვრცლად
მეცხვარეები ფართომასშტაბიანი პროტესტისთვის ემზადებიან

მეცხვარეები ფართომასშტაბიანი პროტესტისთვის ემზადებიან. პირველი აქცია დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გაიმართა, სადაც ისინი მძიმე სოციალურ პირობებს და გაყიდვების ხელოვნურად შემცირებას აპროტესტებდნენ.

ფერმერების განცხადებით, მთელ ქვეყანაში მხოლოდ სომხეთიდან შემოყვანილი ცხვრის რეალიზება ხდება, რაც მათ შემოსავალზე უარყოფითად აისახება.

ფერმერების მონაცემებით, საქართველოში წელს ქართული ცხვრის 20% არ გაყიდულა. მეცხვარეები ამბობენ, რომ მათ გაკოტრება ემუქრებათ. ისინი შექმნილ სიტუაციას სახელმწიფო უწყებების მხრიდან კორუფციულ გარიგებას უკავშირებენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში პრობლემის მოგვარებაზე პასუხისმგებლობას იხსნიან. შემოსავლების სამსახურში კი არ უარყოფენ, რომ იმპორტირებულ ცხვარზე გარკვეული შეღავათი მართლაც დაწესებულია. თუმცა, განმარტავენ, რომ გამონაკლისი მხოლოდ სანაშენე ჯიშის ცხვარზეა. ამ სტატუსს კი შემოყვანილ წვრილფეხა პირუტყვს ადგილზე სომხეთში ანიჭებენ.

მეცხვარეები პერმანენტული აქციების გამართვას უკვე სხვა სახელმწიფო უწყებების შენობებთან გეგმავენ.

ფერმერები იმუქრებიან, რომ უკიდურეს შემთხვევაში გაუყიდავ ცხვარს თბილისში, სოფლის მეურნეობს სამინისტროსთან ჩამოიყვანენ.

 

 

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი

დღის ამბები