20 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
ეკა მიშველაძე ადასტურებს, რომ მას და ალექსი პეტრიაშვილს სპეცსამსახურები უთვალთვალებდნენ

”სანამ ყველა გაიგებდა, სპეცსამსახურებმა იცოდნენ ჩემი და ალექსი პერტიაშვილის ურთიერთობის შესახებ,” - ეს სკანდალური განცხადება რუსთავი2-ის პირდაპირ ეთერში ტელეწამყვანმა ეკა მიშველაძემ გააკეთა. 

თოქშოუ არჩევანში მიშველაძეს თემაზე დეტალურად არ უსაუბრია და მხოლოდ მცირე კომენტარით შემოიფარგლა. 

”მანამდე, ვიდრე საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველი გაიგებდა, რომ მე და ალექსი პეტრიაშვილი დავქორწინდით, ამის შესახებ იზრუნეს და შესაბამისმა სამსახურებმა იცოდნენ ჩემსა და ალექსი პეტრიაშვილს შორის არსებული ურთიერთობის შესახებ. ამაზე მეტს არაფერს ვიტყვი. გასაგებად ვთქვი, რაც ვთქვი,” - განაცხადა ეკა მიშველაძემ.

 

 

დღის ამბები