13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს, რომელთა სახლებიც დაზიანების ხარისხით მეორე კატეგორიას განეკუთვნა, მერია ხარჯთაღირცხვის წარდგენისა და მისი განხილვისთანავე დააფინანსებს.
ამის შესახებ განაცხადებები ვიცე-მერთან "სვანიძის ქუჩის დაზარალებულთა კომიტეტის" წევრების შეხვდრის შემდეგ გაკეთდა.
შეხვედრას "სვანიძის ქუჩის დაზარალებულთა კომიტეტის" თავმჯდომარეც ესწრეობდა, რომელმაც განაცხადა, რომ მისი მხრიდან დედაქალაქის მთავრობის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები გაუგებრობა იყო.