20 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
სოფლის მეურნეობის სამინისტრო მევენახეებს ყურძნის სახლში დაწურვას ურჩევს

ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა მედია კავშირ ობიექტივის ეთერში მევენახეებს ყურძნის სახლში დაწურვა ურჩია. ობიექტივთან სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გოჩა ცოფურიშვილმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელს მძიმე რთველი იქნება, რადგანაც ქარხნებს უკვე დაგროვილი აქვთ ღვინის მნიშვნელოვანი მარაგები, რაც რუსეთსა და უკარინაში ექსპორტის კლების გამო გაუყიდავი დარჩათ.

"მე მოვუწოდებდი ყველას, რომ დავუბრუნდეთ ღვინის სახლში დამზადებას, ყველას გვაქვს სახლში ქვევრები, ჩვენ თუ ყველა ჩვენ ღვინოს ვაწარმოებთ და ღვინის მოხმარებას დავუბრუნდებით, ყურძენზე ფასიც გაიზრდება და კიდევ ახალი ვენახების გაშენება გახდება საჭირო", - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა.

დღის ამბები