20 ნოემბერი 2024,   16:24
ვრცლად
„სუბსიდირების საკითხი ყველა იმ ადამიანს უნდა ეხებოდეს, ვინც მიიჩნევს, რომ უმწეო მდგომარეობაშია" - თამარ ცინცაბაძე

ოქტომბრიდან თბილისის მოსახლეობა დენის საფასურს უკვე გაზრდილი ტარიფით გადაიხდის, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა სახეს მიიღებს დედაქალაქში კომუნალური დახმარება. გადაწყვეტილებას მერია საკრებულოს გარეშე მიიღებს. 

კურიერს დოკუმენტი ოპოზიციის წარმომადგენელმა მიაწოდა. დოკუმენტის თანახმად, კომუნალური სუბსიდირების ნაწილში განმარტებულია, რომ  ქალაქ თბილისში რეგისტრირებული კომუნალური სუბსიდიის დარიცხვის წესი და ოდენობა განსაზღვრული იქნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით. 

საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი მონაწილეობას ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის შემუშავებაში ვერ მიიღებენ, როგორიცაა ელექტროენერგიის სუბსიდირება.

„სუბსიდირების საკითხი ყველა იმ ადამიანს უნდა ეხებოდეს, ვინც მიიჩნევს რომ უმწეო მდგომარეობაშია,“-განაცხადა  საკრებულოს ფრაქცია გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის წევრმა, თამარ ცინცაბაძემ.

აღნიშნულ საკითხს ნაციონალურ მოძრაობაშიც გამოეხმაურნენ.

„ის თბილისელები, რომლებიც ამ ბაზაში ვერ მოხვდნენ ან არ არიან რეგისტრირებულები, ვეღარ მიიღებენ 100 ლარის კომუნალურ დახმარებას, რომელიც ჩვენ დავამტკიცეთ რამდენიმე წლის წინ,“-განაცხადა თამაზ შოშიაშვილმა.

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ჯაბა სამუშია, კი ოპონენტებს სიცრუეში ადანაშაულებს.

 

ავტორი: ეკო მაღრაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები