კახელი გლეხები ყურძნის ფასით უკმაყოფილოები არიან და არსებული პირობებით ისინი მოსავლის ჩაბარებაზე უარს აცხადებენ.
გლეხები დღეს გურჯაანის გამგეობასთან შეიკრიბენენ და ყურძნის ფასების გაზრდა მოითხოვეს.
სახელმწიფო ქარხნებში იმყოფებოდა რთველი 2015 საკოორდინაციო საბჭოს თავმჯომარე. გიორგი სამანიშვილის ინფომრაციით, ამ დროისთვის სახელმწიფო საწარმოებში გლეხებს ყურძენი არ ჩაუბარებიათ.
„ყურძენი ჯერ არ დამწიფებულა კახეთში. ფასები დადგინდება მას შემდეგ, რაც ყურძენი დამწიფდება. სახელმწიფოს ფასი, ეს არის ის დახმარება მევენახეებისთვის, თუ ისინი ვერ შეძლებენ ყურძნის გაყიდვას ან ჩაბარებას კერძო კომპანიებზე, ამას შეისყიდის სახელმწიფო,“ - განაცხადა გიორგი სამანიშვილმა.
სწორედ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ყურძნის ფასი რჩება ამ დრომდე გლეხების უკმაყოფილების მიზეზი, თუმცა მთავრობა გადაწყევტილების შეცვლას არ გეგმავს.
მევენახეებს კიდევ ერთი საპროტესტო აქცია ხვალისთვის აქვთ დაგეგმილი.