გლეხების პროტესტს ყურძნის ფასების გაზრდასთან დაკავშირებით ნაციონალურ მოძრაობაში გამოეხმაურნენ.
კახეთის ყოფილი გუბერნატორი მოუწოდებს ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯები გადადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ღვინიაშვილის განმარტებით, პარტიის წევრები გლეხების მხარდასაჭერ აქციას შეუერთდებიან.
„როგორც ყველა საკითხში, აქაც ივანიშვილმა ხალხი მოატყუა და გადააგდო. უკმაყოფილოა გლეხი, ჩამბარებელი ქარხანაც და ღვინის ექსპორტიორიც. ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს გადამჭრელი შესაბამის ზომები, რათა ოდნავ მაინც შეუმსუბუქდეს ძალიან ცუდ მდგომარეობაში მყოფ გლეხს მდგომარეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩენ კახეთში ყველგან შევუერთდებით მევენახეების სამართლიან პროტესტს, - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.