20 ნოემბერი 2024,   16:25
ვრცლად
"ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერს" სამუშაოების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ

კომპანია ელექტროძრავას ხელმძღვანელობა ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერს სამუშაოების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.

მირცხულავას 9 ნომერში მდებარე საცხოვრბელი ბარაკებიდან ადგილობრივები რამდენიმე დღის წინ გამოასახლეს, რის შემდეგაც ტერიტორიაზე არსებული მილებიდან წყალი ჟონავს.

ბარაკების მფლობელი კომპანიის დირექციაში აცხადებენ, რომ ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის წარმომადგენლები მათ დასახმარებლად არ მისულან.

ამ საკითხზე დღეს კომენტარი ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერშიც გააკეთეს.

 

 

დღის ამბები