20 ნოემბერი 2024,   16:19
ვრცლად
აქცია გამსახურდიას გამზირზე-მოსახლეობა საბავშვო ბაღის ადგილზე მშენებლობის დაწყებას აპროტესტებს

გამსახურსიას 23ა-ში მოსახლეობის პროტესტი გრძელდება. ცოტა ხნის წინ საბავშვო ბაღის შენობის სახურავზე სამშენებლო კომპანიამ, რომელიც ადგილზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის აშენებას გეგმავს, მძიმე ტექნიკა განათავსა. 

ადგილობრივი მოსახლეობა ეჭვობს, რომ შენობის დემონტაჟი გვიან ღამით დაიწყება. მათი თქმით ტერიტორიაზე 10-ზე მეტი ავარიული შენობაა და ახალი მშენებლობა მათ კიდევ უფრო ამორტიზებას გამოიწვევს. 

ბოლო რამდენიმე წელია საბავშვო ბაღის შენობაში კერძო ბაღი ფუნქციონირებდა, სადაც 100-მდე ბავშვი დადიოდა. 

მოსახლეობა შიშობს, რომ მშენებლობასთან ერთად განადგურდება გამწვანებული ტერიტორიაც. აქციის მონაწილეებთან ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელიაც მივიდა. 

გამსახურსიას 23ა-ში საცხოვრებელი კორპუსის აშენებას სამშენებლო კომპანია ელზურო გეგმავს. 

 

დღის ამბები