პირველი ქვეყანა კავკასიის რეგიონიდან, რომელიც ჩინეთთან თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას გააფორმებს, შესაძლოა საქართველო გახდეს.
მთავარი პროდუქტი, რომლის გატანასაც ქართული მხარე ჩინურ ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის პირობებში გეგმავს, ღვინოა.
ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ახალი შეთანხმების შემდეგ, ჩინური ბაზარი ქართული ღვინისთვის მთლიანად ღია იქნება.
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გარდა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის პრემიერთან აბრეშუმის გზის აღდგენის და საქართველოს ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხები განიხილა.
ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ამის შესახებ განცხადებები საქართველოს და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გაკეთდა. კვირიკაშვილის ჩინელი კოლეგა თბილისში ვიზიტსაც გეგმავს.
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებამდე უკვე გადაწყვეტილია, რომ ქალაქ დალიანში ქართული ღვინის კორპორაცია ღვინის ექსპორტს განახორციელებს.
ავტორები: ნინო სამყურაშვილი, ანა წერეთელი, გოგიტა მაღლაკელიძე, მალხაზ მეგრელიშვილი.