თბილისის მოსახლეობას ელექტროენერგიაზე მომატებული ტარიფის გადახდა ოქტომბრიდან მოუწევს.
წინასწარი ინფორმაციით, თბილისის მთავრობა სუბსიდირებით მხოლოდ იმ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაეხმარება, რომლებსაც 70 ათასზე ნაკლები ქულა აქვთ. ამის შედეგად კი მოსალოდნელია, რომ მძიმე ეკონომიკური პირობების მქონე ოჯახები დახმარების გარეშე დარჩებიან.
ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოხდება სუბსიდირება. ამის შესახებ მერია ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას საკრებულოს გვერდის ავლით მიიღებს.
ამ წესს საკრებულოს ოპოზიცია ეწინააღმდეგებოდა, რადგან ჩანაწერის მიხედვით, მათ შენიშვნებს მერია აღარ გაითვალისწინებს.
ოპონენტები ფიქრობენ, რომ თბილისის მთავრობა სოციალურად დაუცველი ოჯახების დიდ ნაწილს დახმარებაზე უარს ეტყვის. დეპუტატები იმასაც განმარტავენ, რომ კომუნალური სუბსიდირებისთვის ბიუჯეტში თანხა 8 მილიონით არის შემცირებული.
ავტორები: ეკო მაღრაძე, ვანო გავაშელი, ზვიად იგრიაშვილი, გიორგი პერტია, თამარ შალოშვილი.