კახეთში ღვინის სახელმწიფო ქარხნები გაიხსნა, თუმცა გლეხები ყურძნის ჩაბარებას არ აპირებენ. დღეს კიდევ ერთხელ გადაიკეტა გზა გურჯაანში. მევენახეები ხელისუფლებისგან ფასის მომატებას ითხოვენ. კახელებს იმედი აქვთ, რომ კერძო საწარმოები მათ უფრო მეტ თანხას შესთავაზებენ, თუმცა ამ შემთხვევაში უცნობია რა რაოდენობის ყურძენს ჩაიბარებენ ქარხნები. მოსავალი კი რეგიონში წელს კარგია.
გლეხების ნაწილი განაწყენებული და შეურაცხმყოფელია იმ ფასით, რაც წელს ყურძნის ფასად არის განსაზღვრული.
სახელმწიფო გლეხებს საფერავში 85 თეთრს ხოლო თეთრ ყურძენში 60 თეთრს სთავაზობს. გლეხები ამბობენ, რომ ყურძნის თვითღირებულება უფრო მაღალია ვიდრე ხელისუფლების მიერ შეთავაზებული ფასი.
საპირისპიროს ამტკიცებს სოფლის მეურნეობის მინისტრი. ოთარ დანელიამ კურიერის პირდაპირ ეთერში ვრცლად ისაუბრა სუბსიდირებაზე, თუმცა მინისტრმა ვერ დააკონკრეტა რა არის 1კგ. ყურძნის თვითღირებულება. მინისტრი ყურძენზე არც ფასის გაზრდას გეგმავს.
ავტორი: ნათია ტრაპაიძე, დავით ქაშიაშვილი