ანტალისს აეროპორტიში უკვე რამდენიმე საათია 150 ქართველი მგზავრი თბილისში გამოფრენას ელოდება. როგორც მათ კურიერთან საუბრისას განაცხადეს თავდაპირველად რეისი დილის 10:00 საათზე უნდა შესრულებულიყო, შემდეგ მგზავრებს უთხრეს, რომ საქართველოში გამოფრენას საღამოს 07:00 საათზე შეძლებდნენ, თუმცა ისინი ამ დრომდე თურქეთში რჩებიან.
ქართველი ტურისტები განმარტავენ, რომ მათ სცადეს ინფორმაცია მიეღოთ ტურისტული კომპანია ოლ ტურისგან, თუმცა რეისის გადადების მიზეზებზე პასუხი ვერ მიიღეს.
ამის შემდეგ აეროპორტში ჩარჩენილი მგზავრები თურქეთში საქართველოს საელჩოს დაუკავშირდნენ, სადაც მათ განუმარტეს, რომ რეისი თბილისის მიმართულებით სავარაუდოდ ღამის 02:00 საათზე შესრულდება, თუმცა ზუსტი ინფორმაცია ამ თემაზე არც საელჩოში აქვთ.
მგზავრებმა რეგისტრაცია და სასაზღვრო კონტროლი უკვე გაიარეს, რის გამოც აეროპორტს ვერ ტოვებენ და სხვა რეისზე ბილეთს ვერ იღებენ.
კომაპანია აირზენაში, რომელსაც რეისი უნდა შეესრულებინა აცხადებენ, რომ მათთვის ტურისტულ კომპანია ოლ ტურს თანხა არ გადაურიცხია და რეისი არ შესრულდება.
თავად კომპანია ოლ ტურში განმარტებებს არ აკეთებენ. მათთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ფოტო:არქივი