20 ნოემბერი 2024,   16:20
ვრცლად
კახელი მევენახეები პროტესტს განაგრძობენ - ყურძნის ფასის გადახედვა კი არ იგეგმება

კახელი მევენახეები პროტესტს განაგრძობენ. ისინი აქციის გამართვას დღეს ისევ გეგმავენ. გლეხები სახელმწიფოს მიერ ყურძენზე დაწესებულ ფასებს აპროტესტებენ. მევენახეები ღირებულების გაზრდას ითხოვენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ფასის გადახედვა არ იგეგმება.

"უკვე წავედით კომპრომისზე, იმიტომ, რომ სუბსიდირებას არ ვგეგმავდით. იმ შემთხვევაში, თუ ქარხნები ვერ მიიღებენ, ვინაიდან მათი მდგომარეობაც გასათვალისწინებელია, გვესმის, რომ გადავსებული აქვთ ის ჭურჭელი, რომელიც მათ გააჩნიათ და ღვინო აქვთ გასაყიდი, ამ შემთხვევაში ყურძენს ჩვენ მივიღებთ,“-განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ. 

კახეთის რეგიონში ღვინის ოთხი სახელწმიფო საწარმოა გახსნილი, თუმცა გლეხები ყურძნის ჩაბარებას არ ჩქარობენ და იმედოვნებენ, რომ კერძო საწარმოები მათ უფრო მეტ თანხას შესთავაზებენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რქაწითელს სახელმწიფო 60 თეთრად, საფერავს კი 85 თეთრად ჩაიბარებს.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები