მევენახეებისათვის მაღალი სუბსიდიის შეთავაზება და რუსული ბაზრის ათვისება ხელისუფლების საპარლამენტო დაპირებად დარჩა - აცხადებენ საპარლამენტო უმცირესობაში და გლეხების პროტესტს ადეკვატურად აფასებენ.
ნაციონალური მოძრაობის აზრით, თუ არ გაითვალისწინებს ხელისუფლება მევენახეების მდგომარეობას, ამან შესაძლოა უფრო გაართულოს ვითარება.
„დაპირებები გლეხებთან, როდესაც მათ ეუბნებოდნენ, რომ სუბსიდია მაღალი იქნებოდა, ისეთივე ტყუილი აღმოჩნდა, როგორც სხვა დანარჩენი დაპირება,“-განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ფასს ბაზარი განსაზღვრავს და დაწესებული თანხა მაქსიმუმია, რისი შეთავაზებაც სახელმწიფოს შეუძლია.