გამსახურდიას 23 ნომერში მოსახლეობა მთელი ღამის განმავლობაში საბავშვო ბაღის იმ ტერიტორიას დარაჯობდა, სადაც მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა იგეგმება.
სამშენებლო კომპანიამ მძიმე ტექნიკა ტერიტორიაზე გუშინ გამთენიისას შეიყვანა. ადგილობრივების თქმით, ტერიტორიაზე 10-ზე მეტი ავარიული კორპუსია, დემონტაჟი და ახალი მშენებლობა კი მათ საფრთხეს უქმნის.
ადგილობრივები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და დედაქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვენ.
მათ მოთხოვნებს ნაციონალური მოძრაობის წევრებიც იზიარებენ.