20 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
"3 სტიქიას ვებრძოდით, ამას დაემატა კიდევ ერთი-სახელმწიფო,"- კახელი გლეხების აქცია გრძელდება

გურჯაანის საქალაქო სასამართლოში დაკავებული მევენახეების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 

გამგეობასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა დაკავებულების მხარდასაჭერად სასამართლოსთან გადაინაცვლეს. ისინი დაკავებული აქციის მონაწილეების განთავისუფლებას ითხოვენ.

"ვებრძოდით 3 სტიქიას-ყივნა, სეტყვა და გამყვინვარება დაემატა ახალი-სახელმწიფო. სახელმწიფო ხალხისათვის არსებობს, რომ ხალხი უნდა დაიცვას და არა პირიქით. დემო არის ხალხი კრატია უფლება ანუ ხალხის უფლება. პოლიციური სახელმწიფო ვართ? რატომ დაიჭირეს ეს ხალხი?"- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

შეგახსენებთ, რომ დაკავებული 4 პირის საქმეზე სასამართლო მოსმენები ჯერ არ გამართულა. კურიერის ინფორმაციით გურჯაანის სასამართლოში ამ წუთებში იწყება მხოლოდ ერთი დაკავებულის საქმის განხილვა. იმ შემთხვევაში თუ სასამართლოს გადაწყვეტილება სასამართლოსთან შეკრებილი აქციის მონაწილეებისთვის მიუღებელი იქნება ისინი ფაქტს ადგილზე გააპროტესტებენ. 

ავტორი: ნათია ტრაპაიძე. 

 

დღის ამბები