20 ნოემბერი 2024,   16:21
ვრცლად
მევენახეებთან შეხვედრა პარლამენტში ხმაურით გაგრძელდა

ყურძნის ფასით უკმაყოფილო გლეხებს ზურაბ ტყემალაძე ვითარებაში გარკვევას დაჰპირდა.   მევენახეების მთავარი მოთხოვნა ყურძნის ფასის გაზრდაა, თუმცა მათ დღეს კონკრეტული პასუხები ვერ მიიღეს.

პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე მისულმა მევენახეებმა ბიძინა ივანიშვილს წინასაარჩევნო დაპირება შეახსენეს და ყურძნის 1 ლარად ჩაბარება მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევნებზე ისინი ქართული ოცნების მხარდაჭერას არ აპირებენ.

მევენახეების პრეტენზიების მოსმენისას მათთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარეს ზურაბ ტყემალაძეს. ტყემალაძე კახელებს ვითარებაში გარკვევას დაჰპირდა და მორიგი შეხვედრის გამართვა ორშაბათს შესთავაზა.

ნაციონალური მოძრაობა კი მთავრობას უყურადღებობაში ადანაშაულებს და დღევანდელ შეხვედრაზე მთავრობის წევრების არმისვლის გამო სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის სააგენტოს საყვედურობს.

დღევანდელ კომიტეტის სხდომაზე ითქვა, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრი და მისი მოადგილე კახეთში იმყოფებიან და ამიტომ პარლამენტში შეხვედრაზე ვერ მივიდნენ.

მევენახეებს პარლამენტში ორშაბათს ელოდებიან. 

ავტორი:თეონა ცხომელიძე

დღის ამბები