26 მაისი 2024,   16:37
ვრცლად
4 მილიონზე მეტი შემოსული ხმა, 62 ათასი ერთდროული მაყურებელი "ფეისბუქსა" და "იუთუბზე" - ეს "პრაიმ ჰაუსის" მესამე სეზონის ფინალია

ყველაზე რეიტინგული, გამოწვევებით სავსე რეალითი შოუს, "პრაიმ ჰაუსის" მესამე სეზონი ირაკლი მახარაძის გამარჯვებით დასრულდა. ხმების რეკორდსმენისთვის გზა მოგებისკენ მარტივი არ ყოფილა. ირაკლი მახარაძე რთული ამოცანის წინაშე იდგა - ერთი მხრივ, მას თავი უნდა გაეცნო ფართო აუდიტორიისთვის, მეორე მხრივ კი გადაელახა ყველაზე ხანგრძლივი, ოთხთვიანი სეზონის ყველა გამოწვევა თუ სირთულე.

პირველი ადგილის ტიტულის მოპოვება ვერ შეძლეს, თუმცა, ფინალში გადასვლით თავს მაინც გამარჯვებულად თვლიან სხვა ფინალისტები. მათთვის ყველაზე მთავარი მაყურებლისგან მიღებული დადებითი ემოციებია. მეორე ადგილზე გასულმა მონაწილემ, გიორგი დიასამიძემ აღებული ხმებით, პირველი და მეორე სეზონის გამარჯვებულებს გადაასწრო. ესეც იმის დასტურია , რომ პროექტი უკონკურენტოა.

ვიდრე რეიტინგების რეკორდსმენი გადაცემის ფინალი კულმინაციას მიაღწევდა, წამყვანებმა, აუდიტორიასთან და მონაწილეებთან ერთად, სეზონის ყველაზე დასამახსოვრებელი ფრაგმენტებიც გაიხსენეს.

სეზონის დასამახსოვრებელ მომენტებში მოხვდა, ასევე, სასიყვარულო ინტრიგებიც, რომელთაგან ზოგი ცუდად, ზოგიც კი მეგობრობით დასრულდა.

შემოქმედებითმა გუნდმა მაყურებლისთვის, ასევე, სენტიმენტალური ფრაგმენტების არაერთი ვიდეოკოლაჟიც მოამზადა, რომლითაც აუდიტორიას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ სიკეთე გადამდებია.

წინა სეზონების მსგავსად, არც მესამე სეზონს ჩაუვლია ემოციების გარეშე. კულმინაციური მომენტის შემდეგ, გამარჯვების აღსანიშნავად, "პრაიმ ჰაუსის" შემოქმედებითმა გუნდმა ერთად მოიყარა თავი. თუმცა, პომპეზურ ტორტსა და შუშხუნა ღვინოს ფინალისტებმა სხვა დატვირთვაც მოუძებნეს.

4 მილიონზე მეტი შემოსული ხმა, 62 ათასი ერთდროული მაყურებელი, ფეისბუქსა და იუთუბზე - ეს "პრაიმ ჰაუსის" მესამე სეზონის ფინალია. რეიტინგების უპირობო ლიდერი გადაცემის შემოქმედებითმა გუნდმა მეოთხე სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო.

ყველაზე რეიტინგული, ეპატაჟური, სახალისო და გამოწვევებით სავსე გადაცემის მეოთხე სეზონს მაყურებელი ახალი სეზონის დაწყებისთანავე, სექტემბრიდან იხილავს. მონაწილეების შესარჩევი კასტინგი უკვე დაწყებულია.

დღის ამბები