20 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
თბილისის ზოოპარკში "შუმბა" ბრუნდება-"კარაკულას" ლეკვებს შორის ერთადერთ თეთრ ლეკვს შუმბა დაარქვეს

თბილსის ზოოპარკს ახალი შუმბა ჰყავს. ის ერთადერთი თეთრი ლეკვია, რომელიც რამდენიმე დღის წინ კარაკულას გაუჩნდა და სახელიც პუდელის ცნობილი მეგობრის საპატივცემულოდ შეურჩიეს.

კარაკულა 13 ივნისის სტიქიის შემდეგ დაღუპული ბოკვერის, შუმბას მეგობარი იყო და ვოლიერში მასთან ერთად იზრდებოდა. მის ლეკვებზე მოთხოვნა უკვე დიდია და პატარა მეტისებს, სახლში წაყვანის მსურველების რიგი უდგათ. თეთრი შუმბა კი, ზოოპარკში დარჩება, როგორც გვირგვინოსანი მეფის სეხნია.

13 ივნისის სტიქიის შემდეგ დახურული ზოოპარკში თითქმის ყველაფერი მზად არის სტუმრების დასახვედრად.

ამავე თემაზე
დღის ამბები