ბათუმში ალი და ნინოს ქანდაკება აღდგენილია. ადგილმონაცვლეობის შემდეგ ქანდაკება დღეს ოფიციალურად გაიხსნა.
გახსნის ცერემონიას ქანდაკების ავტორი თამარ კვესიტაძე პირადად დაესწრო. ავტორი აღდგენილი ქანდაკებით კმაყოფილია. მისი თქმით, დაზიანებული ნინო კარგად არის აღდგენილი. ერთადერთი რაც ავტორს არ მოსწონს, ეს ქანდაკების ეშმაკის ბორბლის გვერდით განთავსებაა.
ალი და ნინოს ქანდაკებას ადგილმდებარეობა ერთი თვის წინ შეუცვალეს. დღეს გახსნილი ქანდაკების მექანიზმი ხილულია, ის მინის გამჭვირვალე კონსტრუქციაშია მოთავსებული.