20 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
სკანდალური რთველი - კახელი მევენახეები მორიგი აქციისთვის ემზადებიან

კახელების პროტესტი არ წყდება და არც ხელისუფლება გეგმავს მევენახეებთან დათმობაზე წასვლას. ამ დროისთვის ყველაზე დაძაბული ვითარება ისევ გურჯაანშია, რადგან რთველი ჯერჯერობით სწორედ ამ რაიონში მიმდინარეობს.

მოთხოვნები უცვლელია – მევენახეები ყურძნის ფასის 1 ლარამდე გაზრდას ითხოვენ.

რამდენიმე საათით გადაკეტილი იყო ქალაქის ცენტრი, რაც საბოლოოდ აქციის ოთხი მონაწილის დაკავებით დასრულდა. შემდეგ უკვე აქციამ სასამართლოსთან გადაინაცვლა, სადაც დაკავებულების პროცესი მიმდინარეობდა.

სასამართლომ დღეს ოთხივე დაკავებული გაათავისუფლა, თუმცა პროცესი 18 სექტემბრისთვის გადადო. მევენახეები კი გაჩერებას არ აპირებენ. ხვალ გურჯაანში მორიგი აქციაა დაგეგმილი.

ავტორები: მარიამ გაფრინდაშვილი, ნათია ტრაპაიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები